ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციამ ვერანაირი გეგმა ვერ წარადგინა, არანაირი მუხტი არ არის, მათი ამომრჩეველი ტყუილში ცხოვრებით დაიღალა

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციამ ვერანაირი გეგმა ვერ წარადგინა, არანაირი მუხტი არ არის, მათი ამომრჩეველი ტყუილში ცხოვრებით დაიღალა

ოპოზიციამ ვერანაირი გეგმა ვერ წარადგინა, არანაირი მუხტი არ არის, მათი ამომრჩეველი ტყუილში ცხოვრებით დაიღალა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

„ოპოზიციამ ამომრჩეველს ვერანაირი გეგმა ვერ წარუდგინა. ხაზარაძე ამბობს, თავად ვარ გეგმაო. მათგან არანაირი მუხტი არ არის. გუშინ დაახლოებით 1000-2000 ადამიანი იყო შეკრებილი, რადგან რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი ტყუილში ცხოვრებით დაიღალა. თავადაც კარგად აანალიზებენ, რომ რასაც ოპოზიცია უანონსებთ, ეს ყველაფერი აბსურდია“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.