ირაკლი ქადაგიშვილი ევროპელი დეპუტატების ვიზიტზე: ესენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არამართლზომიერად ჩართული პიროვნებები არიან, რომლებიც საქართველოში საკუთარი მარცხის დასატირებლად ჩამოვიდნენ

ირაკლი ქადაგიშვილი ევროპელი დეპუტატების ვიზიტზე: ესენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არამართლზომიერად ჩართული პიროვნებები არიან, რომლებიც საქართველოში საკუთარი მარცხის დასატირებლად ჩამოვიდნენ

ესენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არამართლზომიერად ჩართული პიროვნებები არიან, რომლებიც საქართველოში საკუთარი მარცხის დასატირებლად ჩამოვიდნენ, - ასე აფასებს ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

ევროპელი დეპუტატების ვიზიტზე საუბრისას ქადაგიშვილმა ისიც განაცხადა, რომ „მათ საქართველო და ქართველი ხალხი ნაკლებად აინტერესებთ, აქვთ პოლიტიკური მიზანი, რასაც დემოკრატიული არჩევნების გზით ვერ აღწევენ და სურთ, საქართველოს მოსახლეობა ტერორის გზით დააშანტაჟონ“.

„ეს პიროვნებები დაინტერესებული პოლიტიკური აქტორები არიან, რომლებიც უხეშად - კანონის, დიპლომატიური წესისა და ევროპული ქარტიის დარღვევით პირდაპირ იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. დღეს, როცა ადგილობრივმა ფილიალებმა არჩევნებში მარცხი განიცადეს, ბუნებრივია, გაპროტესტების ამ ფორმას შეუერთდნენ.

მათ ძალიან კარგად იციან, რატომ ზის მიხეილ სააკაშვილი. ასევე იციან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. კარგად იციან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ნორმალურ ვითარებაში, სუფთად ჩატარდა, მაგრამ მათ პოლიტიკური ინტერესი აქვთ, რომ ხელისუფლებაში ის ძალები იყვნენ, ვისთანაც მათ პირდაპირი კავშირი აქვთ - ეს ინტერესი ამოძრავებთ მათ! მეორე საკითხია, თუ რატომ უნდათ ამ ძალების ხელისუფლებაში ყოფნა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.