უკრაინის კონფლიქტმა ფართომასშტაბიანი ტრანსფორმაციები გამოიწვია გლობალურ პოლიტიკაში, ეკონომიკასა და დიპლომატიაში. გარდა ამისა, მის შედეგზეა დამოკიდებული ევროკავშირის მომავალიც“, − ციტირებს ფრანგი სახელმწიფო მოღვაწისა და გეოპოლიტიკოსის, პიერ ლელუშის განცხადებას ფრანგული Valeurs Actuelles.
უკრაინის კონფლიქტმა არსებითად დააჩქარა დასავლურ-ცენტრული სამყაროს კოლაფსი და გამოიწვია რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის კიდევ უფრო მეტად დაახლოება.
ევროკავშირი მთავარი დამარცხებულია უკრაინის კონფლიქტში, რომელმაც რუსეთთან თანამშრომლობა ამერიკაზე დამოკიდებულებით გაცვალა, მნიშვნელოვნად გაზარდა ენერგოგადასახადები და გამოიწვია ინფლაციისა და საგარეო ვალების ზრდა.
„ვინც აკონტროლებს ტერიტორიებს გერმანიასა და რუსეთს შორის, ის აკონტროლებს მთელ რეგიონს. დასუსტებულ ევროპულ სახელმწიფოებს მოუწევთ არა მხოლოდ აღადგინონ ომისგან განადგურებული უკრაინა, არამედ იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზეც“, − აღნიშნავს პიერ ლელუში.
ამასთანავე, ყველაზე ცნობილი ფრანგი ისტორიკოსის ემანუელ ტოდის თქმითაც, რუსეთი უკრაინაში ომს იგებს, რითაც დასავლეთს კრახის ზღვარზე აყენებს.