„ხალხს ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი არჩევნების საკითხზე, საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნას ეხმაურება.
მისი თქმით, გამოძიება დაწყებული აქვს პროკურატურას, თუმცა რადიკალებიდან ვერც ერთმა ვერ შეძლო მტკიცებულებების წარდგენა. ამასთან, ისინი არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან.
„პროკურატურა იძიებს, რითაც ოპოზიციასა და ზურაბიშვილს ყოველგვარი საფუძველი გამოეცალათ, რადგან გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, მტკიცებულებები არ აქვთ. მათგან დღემდე ველოდები პასუხს, სად არის საერთაშორისო გამოძიება, ვინ ხელმძღვანელობს, ვინ მუშაობს, სად აქვთ ოფისი? გამოძიება რაც უნდა დაწყებულიყო, პროკურატურამ დაიწყო, ვინმეს მტკიცებულება თუ აქვს, უნდა წარადგინოს, მაგრამ რაც არ აქვთ, რას მიიტანენ? ამ ხელმოცარულებმა იციან, რომ მათსავე სახელმწიფოებში საზოგადოება აღარ აირჩევთ და ბოლო გაბანავება აქვთ, რათა მატერიალური ანაზღაურების საფუძველზე ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები აკეთონ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.