ვახტანგ ჩოჩია: ქართველი ხალხის არჩევანი არის ქვეყნის ღირებულებების, კეთილდღეობის და ოჯახური ღირებულებების დაცვა, რომელსაც ეს რვავე ადამიანი ასე კატეგორიულად ეწინააღმდეგება

ვახტანგ ჩოჩია: ქართველი ხალხის არჩევანი არის ქვეყნის ღირებულებების, კეთილდღეობის და ოჯახური ღირებულებების დაცვა, რომელსაც ეს რვავე ადამიანი ასე კატეგორიულად ეწინააღმდეგება

მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არის მხოლოდ მათი ვიწრო მერკანტილური პოლიტიკური ინტერესის მატარებელი და ვერანაირი გავლენა ვერ ექნება ვერც საერთაშორისო საზოგადოების განწყობებზე და ვერც ქართველი მოსახლეობის განწყობაზე, - განაცხადა მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერმა ვახტანგ ჩოჩიამ.

„ქართველი ხალხის არჩევანი არის ქვეყნის ღირებულებების, კეთილდღეობის და ოჯახური ღირებულებების დაცვა, რომელსაც ეს რვავე ადამიანი ასე კატეგორიულად ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა ვახტანგ ჩოჩიამ.

რადიკალური ოპოზიციის აქციაზე მიხაილ როთი ევროკავშირის საპარლამენტო დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მივიდა.