პარლამენტის შენობის წინ რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე გერმანელი დეპუტატი მიხაილ როთი მივიდა.
მან შეკრებილ საზოგადოებას სცენიდან მიმართა. აქციაზე მასთან ერთად მივიდნენ ევროკავშირის საპარლამენტო დელეგაციის სხვა წევრებიც.
ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისში იმყოფება. დელეგაცია შეხვდა სალომე ზურაბიშვილს, შეხვედრა გაიმართა ოპოზიციასთანაც. ოპოზიციის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე და უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების მექანიზმებზე.