დავით ქართველიშვილი: საკუთარი ხალხის გამწარებით - ჰარისმაც ვერაფერს მიაღწია. ხელისუფლებაში რომ მოხვიდე, ხალხის გულები უნდა მოიგო...

დავით ქართველიშვილი: საკუთარი ხალხის გამწარებით - ჰარისმაც ვერაფერს მიაღწია. ხელისუფლებაში რომ მოხვიდე, ხალხის გულები უნდა მოიგო...

„კომპიუტერ/ტელეფონებში გამარჯვების მიღწევა უფრო პრაგმატულია. რაც შეეხება თბილისელების გამწარებით ხელისუფლებაში მოსვლას - „უკუღმაა ეს ასინეთა, უკუღმა“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და დასძენს, რომ პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, ამისთვის ხალხის გულების მოგებაა საჭირო და არა მათი გაბრაზება. 
 
 "გლავკანალის" გუშინდელი სიუჟეტი ამომიხტა, ხონიდან გაქცეულმა ერთ-ერთმა პაციენტმა: "დღეს იმდენი ვართო - მე მგონი ორივე სანაპიროს გადავკეტავთო" - და გადაკეტა, თუ იცით? ქალაქის პარალიზებაზე გადისო ჩვენი გამარჯვება. მომეწონა ლაიქების ოდენობა - "გულები" და მოწონებები იმდენი იყო, სანაპიროებს კი არა, მტკვარსაც გადაკეტავდნენ. მაგრამ, დამლაიქებლები - ჭკვიანი ხალხია. კომპიუტერ/ტელეფონებში გამარჯვების მიღწევა უფრო პრაგმატულია. რაც შეეხება თბილისელების გამწარებით ხელისუფლებაში მოსვლას - "უკუღმაა ეს ასინეთა, უკუღმა". საკუთარი ხალხის გამწარებით - ჰარისმაც ვერაფერს მიაღწია. ხელისუფლებაში რომ მოხვიდე, ხალხის გულები უნდა მოიგო...“ - წერს დავით ქართველიშვილი.