The Telegraph: სტარმერი და მაკრონი შეეცდებიან დაარწმუნონ ბაიდენი, რომ მან უკრაინას ნება დართოს გამოიყენოს შორი მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე

The Telegraph: სტარმერი და მაკრონი შეეცდებიან დაარწმუნონ ბაიდენი, რომ მან უკრაინას ნება დართოს გამოიყენოს შორი მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდებიან და შეეცდებიან დაარწმუნონ ის, რომ მან უკრაინას ნება დართოს გამოიყენოს შორი მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სტარმერი და მაკრონი ბაიდენს დღეს უნდა შეხვდნენ. მათ სურთ, რომ ბაიდენმა რუსეთის ტერიტორიაზე შორი მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების აკრძალვა მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოხსნას. საუბარია ბრიტანული Storm Shadow ტიპის რაკეტებზე.

„ჩვენ ძალიან გვსურს დავრწმუნდეთ, რომ შევძლებთ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ დრო 20 იანვრამდე [დონალდ ტრამპის ინაუგურაციის თარიღამდე] და არ გადავდოთ ეს ყველაფერი მომდევნო ადმინისტრაციისთვის“, - განუცხადა გამოცემას წყარომ ბრიტანეთის მთავრობაში.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე თვეა უკრაინული მხარე ითხოვს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა მას უფლება მისცენ შორი მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს.

როგორც The Telegraph-ი იუწყება, დღესდღეობით უკრაინას შეუძლია რაკეტების გამოყენება რუსეთის მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიებზე, უკრაინის საზღვართან ახლოს განლაგებული საჯარისო შენაერთების გასანადგურებლად. თუმცა საჯაროდ ამის შესახებ არ გაცხადებულა.

 

Gami ორი არაფრის გამკეთებელი იდიოტი. ვთქვთ დათანხმდა ბაიდენი/ მაგას ვინღა ეკითხება/, ისროლა უკრაინამ... მერე რა ხდება? უბრალოდ, მესამე იდიოტს ზელინსკის აჩვენებენ, აი, როგორი მონდომებულები ვართო.
1 კვირის უკან
ლაზი აი, ვინ არის გლობალური ომის პარტია.
ჩვენი მიზანია მოვასწროთ რაც შეიძლება მეტის დანგრევაო, თორემ ხომ შესანიშნავად იციან, რომ ომის შედეგზე, ნახევარი რუსეთიც რომ გააპარტახონ, მაინც ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენენ.
ჯერ ნგრევის საშუალებებს მიყიდიან უკრაინელებს და მერე დანგრეულის აღდგენაში გამორჩებიან რუსებს, თუ ერთბაშად რაიმეს მიყიდვაზე იტყვიან უარს. სანქციები სხვებითვის წესდება და არსებობს თორემ თითონ მშვენივრად ვაჭრობენ.
1 კვირის უკან