ევროპა ჩვენთვის არ არის კონკრეტული დროებითი ბიუროკრატიული აღქმები და პოლიტიკური გემოვნებები. ევროპა არის ჩვენთვის ფასეულობები, - განაცხადა „ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.
„ევროპული ფასეულობები დიდი ხანია ვიცით და ამ ფასეულობებს ქვეყანაში საქმით მივდევთ, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. დამერწმუნეთ, 2030 წელს საქართველო მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის ისე, როგორც არც ერთი კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.