„ტელეგრაფი“:  დონალდ ტრამპის უკრაინის სამშვიდობო გეგმა 1 200-კილომეტრიან ბუფერულ ზონაში ევროპული ჯარების განთავსებას ითვალისწინებს

„ტელეგრაფი“: დონალდ ტრამპის უკრაინის სამშვიდობო გეგმა 1 200-კილომეტრიან ბუფერულ ზონაში ევროპული ჯარების განთავსებას ითვალისწინებს

დონალდ ტრამპის უკრაინის სამშვიდობო გეგმა 1 200-კილომეტრიან ბუფერულ ზონაში ევროპული ჯარების განთავსებას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ტელეგრაფი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის გეგმა მოიცავს ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გაყინვას და უკრაინის თანხმობას ნატო-ში გაწევრიანების ამბიცია 20 წლით შეაჩეროს. სანაცვლოდ, შეერთებული შტატები უკრაინას იარაღს მიაწოდებს, რათა რუსეთის მხრიდან ომის თავიდან დაწყება შეაჩეროს. გეგმის თანახმად, აშშ არც ჯარებს შეიყვანს ბუფერული ზონის პატრულირებაში და არც ამ მისიას დააფინანსებს.

როგორც „ტელეგრაფი“ წერს, გეგმის დეტალები გაჩნდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის დამშვიდებით მშვიდობის დამყარების ნებისმიერი მცდელობა ევროპისთვის „თვითმკვლელობას“ ნიშნავს.