უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეწყვეტს უკრაინისათვის დახმარების გაწევას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
ორბანმა კვლავ დააფიქსირა თავისი დიდი ხნის პოზიცია, რომ დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა და აღნიშნა, რომ უკრაინამ უკვე წააგო ბრძოლა.
„სიტუაცია ფრონტზე ცხადია, ადგიკლი აქვს სამხედრო დამარცხებას. ამერიკელები ამ ომიდან გასვლას აპირებენ“, - აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, ტრამპის ხელახლა არჩევამ შექმნა „ახალი სიტუაცია“ ევროპისთვის და რომ ევროპა „მარტო ვერ დააფინანსებს ამ ომს“.