გურამ მაჭარაშვილი: არ შეიძლება, გქონდეს არგუმენტები გამჭვირვალობის, ტრადიციებისა და ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ, რით ვერ მიხვდა, ევროკავშირის ხელმძღვანელობა, რომ ფულზე არ იყიდება სამშობლო

გურამ მაჭარაშვილი: არ შეიძლება, გქონდეს არგუმენტები გამჭვირვალობის, ტრადიციებისა და ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ, რით ვერ მიხვდა, ევროკავშირის ხელმძღვანელობა, რომ ფულზე არ იყიდება სამშობლო

არ შეიძლება, გქონდეს არგუმენტები გამჭვირვალობის წინააღმდეგ. არ შეიძლება, გქონდეს არგუმენტები ტრადიციებისა და ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ. მათი ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ ჩვენ ვამბობთ და ამიტომ უნდა გააკეთონ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

იგი ევროპელი ლიდერების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც აღნიშნული კანონების გაუქმებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ. მაჭარაშვილის თქმით, აღნიშნულ კანონებს არა მარტო პარლამენტის, არამედ უკვე 1,200 მლნ ადამიანის მხარდაჭერა აქვს.

„რით ვერ მიხვდა, ევროკავშირის ეს ხელმძღვანელობა, რომ ფულზე არ იყიდება სამშობლო, ფულზე არ იყიდება მშვიდობა, არ იყიდება ტრადიციები! საქართველოს მინიმალურ ისტორიას მაინც გადახედონ. ჩვენი წინაპრები თავს სწირავდნენ, რომ ქვეყანა გაერთიანებულიყო, მშვიდობა ყოფილიყო, ტრადიციები და რწმენა შენარჩუნებულიყო. ახლა მათ უნდათ, რომ რაღაც ფულის დახმარების გამო ის კანონები, რომელიც არის ჩვენი ტრადიციების დამცველი, გავაუქმოთ და თან ამ კანონებს არა მარტო ამ პარლამენტის, არამედ უკვე იმ 1,200 მლნ ადამიანის მხარდაჭერა აქვს, რომლებმაც ჩვენ მხარი დაგვიჭირა.

არ შეიძლება, გქონდეს არგუმენტები გამჭვირვალობის წინააღმდეგ. არ შეიძლება, გქონდეს არგუმენტები ტრადიციებისა და ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ. მათი ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ ჩვენ ვამბობთ და ამიტომ უნდა გააკეთონ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.