პოლიტოლოგი ტომას ფაცი: დასავლეთი საქართველოს აღიზიანებს. თბილისი ნატოს პირფერობის მახეში გაება

პოლიტოლოგი ტომას ფაცი: დასავლეთი საქართველოს აღიზიანებს. თბილისი ნატოს პირფერობის მახეში გაება

საქართველო ახალი „არა ცივი ომის“ ბრძოლის ველად გადაიქცა. სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გამო ის დასავლეთსა და რუსეთს შორის გეოპოლიტიკურ ბრძოლაშია. სტატიას ამ შინაარსით იტალიელი პოლიტოლოგი ტომას ფაცი აქვეყნებს.

როგორც პოლიტოლოგი საკუთარ სტატიაში აღნიშნავს, ერთის მხრივ, ქვეყანას 2012 წლიდან „ქართული ოცნება“ მართავს, რომელიც, თითქოს და, პრორუსულია, ხოლო, მეორეს მხრივ, ქვეყანაში არის ღიად პროდასავლური და პროევროპული ოპოზიცია.

პოლიტოლოგი 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებსაც ეხება და აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ამას წინასწარმეტყველებდნენ, დიდი უპირატესობით, ხმების 53%-ზე მეტის მიიღებით გაიმარჯვა.

ოთხმა ოპოზიციურმა კოალიციამ ერთად 40%-ზე ნაკლები აიღო. მისი თქმით, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულად ჩაითვალოს.

„მიუხედავად რიგი საფრთხეებისა, რომელიც ამომრჩევლებზე ზეწოლას, მედიაში მიკერძოებულ გაშუქებას და პოლიტიკური პოლარიზაციას ეხებოდა, დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არჩევნების გაყალბების ვერცერთი მტკიცებულება ვერ იპოვეს, რუსეთის ჩარევაზე საუბარიც კი ზედმეტია“, - აღნიშნულია სტატიაში.

თუმცა, ეს შედეგი და მონაცემები გეოპოლიტიკურ განწყობებს არ შეესაბამება, აღნიშნავს სტატიის ავტორი. მისი აზრით, დასავლელ პოლიტიკოსებსა და მათ მოკავშირეებს რუსეთისგან მისი უახლოესი მეზობლის ჩაკეტვის იმედი ამოეწურათ.

„მათთვის, როგორც ჩანს, არ არსებობს ისეთი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთასაც ისინი საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად მოერიდებიან, ძირითადი ლიბერალური პრინციპების იგნორირებისა და ხალხის ნების უარყოფის ჩათვლით“, - აღნიშნავს ის.

მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, ოპოზიციამ საკუთარი მარცხი არ აღიარა. მან მთავრობა არჩევნების მოპარვაში დაადანაშაულა და „რუსეთის სპეციალურ ოპერაციად“ მონათლა. ორშაბათობით ათასობით პროევროპელი დემონსტრანტი საქართველოს პარლამენტთან იკრიბება. თავის მხრივ, ოპოზიციას საქართველოს სახელმწიფოში ძლიერი მოკავშირის - ქვეყნის მკვეთრად პროდასავლელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი - იმედი შეიძლება ჰქონდეს.

თომა ეს ყველაფერი კარგი მაგრამ, სად ნახა ათასობით პრო დასავლური დემონსტრატი?! ალბათ ხოშტარიებს, ნაყოფიებს და ჩომახიძებს გულისხმობს.
1 თვის უკან
კარლო მკვეთრად პროდასავლურის რა მოგახსენოთ, მაგრამ საკუთარ ჯიბეზე მზრუნველის ნამდვილად. პირად ინტერესებს ეგ და ბევრი მაგისთანა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ
1 თვის უკან