უცნობი ადამიანები ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ათზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ისრაელის მოქალაქეები ამსტერდამში ევროპის ლიგის ფარგლებში "აიაქსისა" და თელ-ავივის "მაკაბის" საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად ჩავიდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ გარეთ გამოსულ ებრაელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ.
წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები „თავისუფლება პალესტინას“ ყვიროდნენ. ისრაელის ხელისუფლება ამსტერდამში ჩასულ საკუთარ მოქალაქეებს სასტუმროებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაგმო მომხდარი და ორი თვითმფრინავი გააგზავნა ნიდერლანდების დედაქალაქში, რათა საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინოს.