"ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო", - ამ სიტყვებს ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი დღეს "იუთუბზე" გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოში ამბობს. ძნელი სათქმელია, ზუსტად სად, როდისაა გადაღებული ეს სეკანდალური კადრები. სავარაუდოდ, სპეცოპერაცია კახეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
კადრში ჩანან ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მაღალი თანამდებობის პირები: ზურაბ ადეიშვილი, დათა ახალაია, გიგი უგულავა და სხვები.
ვიდეო "იუთუბზე" appolon osman-ის სახელით ცოტა ხნის წინ აიტვირთა.