საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო მედალი გადაეცა

საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო მედალი გადაეცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, უნივერსიტეტის მხარდაჭერასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

მედალი და სერტიფიკატი ლევან ჩიკვაიძეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გადასცა.