ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს დაურეკა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ჰარისის ერთ-ერთ უფროს მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.
“[ჰარისმა] პრეზიდენტად არჩეულ ტრამპს დაურეკა, რათა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიელოცა. მან განიხილა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარების მნიშვნელობა ყველა ამერიკელისთვის პრეზიდენტად ყოფნა”, - განაცხადა წყარომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოგვიანებით კამალა ჰარისი სიტყვით გამოვა ჰოვარდის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა.