ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ განმარტა, ის და გალანტი ერთმანეთს აღარ ენდობიან. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი დაიკავებს, მის პორტფელს კი გიდეონ საარი გადაიბარებს.
ომის დროს თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას სიგიჟის აქტი უწოდა ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმაც და მოსახლეობას საპროტესტო აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა. საპროტესტო აქციები იმართება თელ-ავივში, იერუსალიმსა და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.