არათუ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაშიც კი ომის დასრულების დროს, გადატვირთვის პოლიტიკის პოზიტიური მოლოდინი გვქონდა. ამ შემთხვევაში მით უმეტეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ მოლოდინის საფუძველს ომის დასრულების პერსპექტივა იძლევა.
„ამ შემთხვევაში, რადგან ომის დასრულების შანსი უფრო მეტია, შესაბამისად, ურთიერთობების გადატვირთვის შანსი, ჩემი აზრით, იზრდება ორივე მხრიდან“, - აღნიშნა მდინარაძემ.
Fox News-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა.