მშვიდობასა და ტრადიციულ ღირებულებებს ალტერნატივა არ აქვს და ვერც ექნება, პოსტ-ლიბერალურმა ეპოქამ დამაჯერებლად შემოაბიჯა სამყაროში, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ძალიან უხარიათ, რომ აშშ-შიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს.
მისივე თქმით, უსამშობლო "ნაცების" სამარცხვინო გზავნილები და იარლიყები, რომ პატრიოტიზმი თურმე რუსეთუმეობაა, ფერფლად ქცევის პროცესშია.
„მშვიდობასა და ტრადიციულ ღირებულებებს ალტერნატივა არ აქვს და ვერც ექნება, პოსტ-ლიბერალურმა ეპოქამ დამაჯერებლად შემოაბიჯა სამყაროში.
უსამშობლო "ნაცების" სამარცხვინო გზავნილები და იარლიყები, რომ პატრიოტიზმი თურმე რუსეთუმეობაა, ფერფლად ქცევის პროცესშია“, - წერს გია აბაშიძე.
აშშ-ში 5 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 277 ხმა მიიღო, რაც საკმარისია, რომ ის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადდეს. მისმა კონკურენტმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა ამომრჩეველთა კოლეგიის 226 ხმა მიიღო.