ნინო ფოჩხუა: კიდევ ერთი საოცარი პროექტის მშენებლობა  დასასრულს უახლოვდება, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენს ქვეყანას-ცოტაც და აუთლეტ-ვილიჯი თბილისიც მიიღებს მომხმარებელს

ნინო ფოჩხუა: კიდევ ერთი საოცარი პროექტის მშენებლობა  დასასრულს უახლოვდება, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენს ქვეყანას-ცოტაც და აუთლეტ-ვილიჯი თბილისიც მიიღებს მომხმარებელს

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში ეხმიანება აუთლეტ-ვილიჯი თბილისის მშენებლობას, რომელიც ესპანეთში მდებარე აუთლეტ სოფლების Las Rozas Village-ისა და La Roca Village-ის მსგავსი იქნება.

მისივე თქმით, საქართველო არაფრით ჩამოუვარდება  ევროპულ ქვეყნებს და სწორედ ეს არის ღირსეული გზა ევროპული მომავლისკენ.

კიდევ ერთი საოცარი პროექტის მშენებლობა  დასასრულს უახლოვდება, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენს ქვეყანას ტურისტებისთვის და არა მარტო

ვისაც ესპანეთში უმოგზაურია, არ არსებობს არ მოინახულოს Las Rozas Village, მადრიდში და La Roca Village, ბარსელონაში. ცოტაც და აუთლეტ-ვილიჯი თბილისიც მიიღებს მომხმარებელს.

დღითი დღე მშვენდება ჩვენი ქვეყანა და არაფრით ჩამოუვარდება ევროპულ ქვეყნებს.

აი ეს არის ღირსეული გზა ევროპული მომავლისკენ თავისი ბუნებით, ინფრასტრუქტურით, სამზარეულოთი, ფოლკლორით, სტუმარ-მასპინძლობით და რაც მთავარია ლამაზი ნიჭიერი ხალხით.

ამ მომავალს ვერაფერი შეაჩერებს, ვერც პარლამენტის წინ კარვების გაშლა და ვერც გარედან დავალებების მიცემა, ამის გარანტი კი ის მილიონზე მეტი ამომრჩეველია, ვინც ნდობა გამოუცხადა "ქართულ ოცნებას””,-წერს ნინო ფოჩხუა.