ირაკლი კობახიძე: ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში, ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე

ირაკლი კობახიძე: ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში, ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე

ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში, ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ Sky-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონით არ იზღუდება ადამიანის უფლებები, აქ საუბარია პროპაგანდის შეზღუდვაზე.

ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები: მაგალითად, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ. როცა ვინმე, ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში, ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე. ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონით არ იზღუდება ადამიანის უფლებები. აქ საუბარია პროპაგანდის შეზღუდვაზე. ეს კანონი პასუხობს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს”, - განაცხადა პრემიერმა.