გიორგი კალანდარიშვილი: არჩევნებთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაციული ბრალდება ვრცელდება, რათა საზოგადოებაში შეიქმნას პერცეფცია, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ამით დაზიანდეს ინსტიტუცია, საარჩევნო გარემო

არაერთი დეზინფორმაციული ბრალდება ვრცელდება იმის თაობაზე, თითქოს არჩევნები გაყალბდა, თითქოს რაღაც სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, ამ დრომდე მხოლოდ უსაფუძვლო ბრალდებები ისმის, მტკიცებულებები კი არ არსებობს.

„მაშინ როდესაც ასეთი მძიმე ბრალდებები ისმის, რასაც არ მოჰყვება ისეთი მტკიცებულებები, ფაქტები, რა თქმა უნდა ეს გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ეს არის მიზანმიმართული, რომ საზოგადოებაში შეიქმნას პერცეფცია, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ამით დაზიანდეს ინსტიტუცია, საარჩევნო გარემო და გაჩნდეს კითხვები არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. დღევანდელ დღემდე ჩვენ მხოლოდ უსაფუძვლო ბრალდებები და შეფასებები მოვისმინეთ“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.