ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) ლიბანის ტერიტორიიდან 90-მდე გაშვებული რაკეტა დააფიქსირა. ინფორმაცია „ცაჰალის“ ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.
ებრაული ჯარის მტკიცებით, რაკეტები ლიბანში განლაგებულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისროლა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ისრაელის არმია მოუწოდებს მოქალაქეებს დაემორჩილონ ზურგის სარდლობის მითითებებს და იხელმძღვანელონ მათი რეკომენდაციებით.
„ისრაელის თავდაცვის არმია გააგრძელებს ისრაელის სახელმწიფოსა და მისი ხალხის დაცვას „ჰეზბოლას“ ტერორისტული ორგანიზაციისგან“, - ნათქვამია „ცაჰალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.