პრემიერი: ერთადერთი სახალხო აქცია, რაც არ გამოუვიდათ, მაგრამ სცადეს ოპოზიციის ეგიდით, იყო დაფინანსებული NGO-ების მიერ, უცხოური დაფინანსებით საქართველოში ჩატარდა ოპოზიციის წინასაარჩევნო აქცია არჩევნებამდე 6 დღით ადრე

პრემიერი: ერთადერთი სახალხო აქცია, რაც არ გამოუვიდათ, მაგრამ სცადეს ოპოზიციის ეგიდით, იყო დაფინანსებული NGO-ების მიერ, უცხოური დაფინანსებით საქართველოში ჩატარდა ოპოზიციის წინასაარჩევნო აქცია არჩევნებამდე 6 დღით ადრე

ჩვენ ვამტკიცებთ ერთ რამეს, უცხოური დაფინანსება საქართველოში გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, მათ შორის, ამ არჩევნებზე დაფიქსირდა უპრეცენდენტო გარე ჩარევა და მათ შორის, უცხოური ფულით გარე ჩარევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ერთადერთი სახალხო აქცია, რაც არ გამოუვიდათ, მაგრამ სცადეს ოპოზიციის ეგიდით, იყო დაფინანსებული NGO-ების მიერ.

რაც შეეხება გამჭვირვალობას, აქაც გვჭირდება ჩვენ გარკვეული დასაბუთება. ახლა ემოციური ფონი აღარ არის, მაშინ ემოციურ ფონზე ადვილად მოატყუეს ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდების ნაწილი. ახლა აღარ არის ეს ემოციური ფონი და კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველას, ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვამტკიცებთ ერთ რამეს, უცხოური დაფინანსება საქართველოში გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, მათ შორის, ამ არჩევნებზე დაფიქსირდა უპრეცენდენტო გარე ჩარევა და მათ შორის, უცხოური ფულით გარე ჩარევა. ერთადერთი სახალხო აქცია, რაც არ გამოუვიდათ, მაგრამ სცადეს ოპოზიციის ეგიდით, იყო დაფინანსებული NGO-ების მიერ, მათი მიტანილი იყო სცენა, მათი ორგანიზებული იყო ყველაფერი. წარმოიდგინეთ, რომ უცხოური დაფინანსებით საქართველოში ჩატარდა ოპოზიციის წინასაარჩევნო აქცია არჩევნებამდე 6 დღით ადრე. ამაზე გვაქვს საუბარი, უნდა იყოს თუ არა ეს გამჭვირვალე, როდესაც პოლიტიკას აფინანსებენ გარედან, თან როდესაც რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს. სხვა საკითხებიც იყო, იყო უცხოური ფული, რომლის საშუალებითაც სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვის მცდელობა იყო და არა მარტო მცდელობა, ზოგიერთ შემთხვევაში წარმატებითაც დაბლოკეს სტრატეგიული ეკონომიკური პროექტები. ეკლესიის წინააღმდეგ თავდასხმები, რაც ფინანსდება უცხოური ფულით და .. აღარ ჩამოვყვები ყველაფერს და ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კიდევ, ლიბერალური ფაშიზმი. თქვენ ხედავთ რა ხდება საზოგადოებაში, როგორ ცდილობენ ერთმანეთს დაუპირისპირონ საზოგადოების წარმომადგენლები, ქართველი დაუპირისპირონ ქართველს, ამ ქვეყნის მოქალაქე დაუპირისპირონ ამ ქვეყნის მოქალაქეს. არიან ადამიანები, რომლებიც არაფერს არ ერიდებიან, მათ შორის, არიან ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვთ ამ ქვეყნის წინაშე და მათ მიმართაც შეიძლება, რომ აღვირახსნილი ბულინგის კამპანია დაიწყოს, ფეხბურთელი იქნება ეს, ოლიმპიური ჩემპიონი, მუსიკოსი, თუ სხვა კულტურის სფეროს წარმომადგენელი და .. პოლიტიკოსებზე აღარაფერია სასაუბრო. მე კიდევ ერთხელ გავიხსენებ რობერტ ფიცოს 10-წუთიანი ვიდეოა, მას შემდეგ, რაც ის გადარჩა ტერორისტული აქტის შემდეგ, მან ჩაწერა 10-წუთიანი ვიდეო, სადაც აღწერს ამ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებებს სლოვაკეთში. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთო ამ 10-წუთიან ვიდეოში,  უნდა აიღო სიტყვა სლოვაკეთი და ჩასვა სიტყვა საქართველო, განსხვავებას ვერ იპოვით და რატომ, იქაც უცხოური დაფინანსებით ხდება ლიბერალური ფაშიზმის წახალისება, მხარდაჭერა და ზუსტად იგივე ხდება, სიძულვილის დათესვა საზოგადოებაში, რადიკალიზმის დათესვა საზოგადოებაში, პოლიტიკაში. არ შეიძლება ამაზე უცხოური ფული იხარჯებოდეს და თან ეს ყველაფერი იყოს ბუნდოვანი, გაუმჭვირვალე. ამაზე გვაქვს საუბარი. თუ გვთხოვენ ამ კანონის გაუქმებას, მაშინ შეეშვან სიძულვილის დათესვას ამ ქვეყანაში უცხოური დაფინანსებით, შეეშვან რადიკალიზმის დათესვას, ბულინგის წახალისებას ამ ფულით და რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ დაფინანსებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მერაბ.g თუ ოცნება გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის კანონების გაუქმებას, ან შეცვლას დააპირებს ნებისმიერი მიზეზით, გაისად მწარედ წააგებს ადგილობრივ არჩევნებს! ... და თბილისის მერი მელია, ან ხაზარაძე გახდება
3 კვირის უკან