„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის განცხადებას, რომ სამოქმედო გეგმას ორშაბათს გამოაცხადებენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ოპოზიციის ამომრჩეველი ღირსიც კია, ასე ყოველ ორშაბათს ელოდოს გრანდიოზულ გეგმას, შემდეგ არჩევნებამდე.
„ოპოზიციის საგანგებო მიმართვა: გაერთიანებულმა ოპოზიციამ შექმნა გაერთიანებული კომისია, რომელიც გენერალურ გეგმას და მთავარ სტრატეგიას, გაერთიანებულ კომისიას შეუთანხმებს და შემდეგ - გაერთიანებული ოპოზიცია გაგვაგებინებს ორშაბათს…
ორშაბათამდე რას აპირებთ - მახათები მაინც თუ გაქვთ?
P.S. ვინც ამათ ხმა მიეცით, არ გიტყდებათ, რომ ასე გოიმურად „ატროლვინებთ” თავს ამ უუნარო „ზბროდს”?
ისე ღირსები ხართ, ასე ყოველ ორშაბათს უნდა ელოდოთ გრანდიოზულ გეგმას, შემდეგ არჩევნებამდე“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.