გიორგი ვაშაძე: სამოქმედო გეგმა არის ბრძოლა - ჩვენი მიზანია, არჩევნების ხელახლა ჩატარება, საბოლოოდ ჩვენ ამ პროცესში გავიმარჯვებთ

გიორგი ვაშაძე: სამოქმედო გეგმა არის ბრძოლა - ჩვენი მიზანია, არჩევნების ხელახლა ჩატარება, საბოლოოდ ჩვენ ამ პროცესში გავიმარჯვებთ

როგორც ვაშაძე აცხადებს, პროტესტის საბოლოო მიზანია, არჩევნების ხელახალი ჩატარება.

"ხვალ დიპლომატებთან გვაქვს შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებით დამთავრდება. დღეს უკვე უტყუარად არის დადასტურებული, რომ არჩევნები ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარდა. კონსტიტუციით გარანტირებული ფარულობის უფლება იყო დარღვეული.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოძიებას, ჩვენ გვაქვს ყველა მასალა იმისათვის, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩაერთოს, რომელიც იქნება სანდო.

ჩვენი მიზანია, არჩევნების ხელახლა ჩატარება იმიტომ, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული და არა "ქართული ოცნება". პროტესტი მიზნად დაისახავს იმას, რომ ამ შედეგამდე გავიდეთ. საბოლოოდ ჩვენ ამ პროცესში გავიმარჯვებთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კარლო ამ იდიოტის გვერდით რომ ადამიანი დადგება, იმას რაუნდა მოთხოვო
3 კვირის უკან