რამდენიმე წუთის წინ დასრულდა კონსულტაცია ოპოზიციონერ ლიდერებს შორის და ოპოზიციამ სამოქმედო გეგმად სამოქმედო გეგმის ორშაბათს გამოცხადება გამოაცხადა.
„ორშაბათს მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად“, - განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ანა დოლიძემ შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე.
„ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება“, - აღნიშნა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა ელენე ხოშტარიამ.
სამი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრას ესწრებოდნენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ამასთან, შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.