ანა დოლიძე ოპოზიციის გეგმებზე: ვაპირებთ, განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება

ანა დოლიძე ოპოზიციის გეგმებზე: ვაპირებთ, განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება

ვაპირებთ, განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება, – განუცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა დოლიძემ ოპოზიციის გეგმაზე საუბრისას ჟურნალისტებს.

„დღეს იქნება საუბარი იმ გეგმაზე, მოკლევადიან პერიოდში რომლითაც ვაპირებთ, განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძის განცხადებით, დღეს, 20:00 საათზე ოპოზიცია საზოგადოებას არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამასთან, როგორც დოლიძემ აღნიშნა, ოპოზიცია საზოგადოებას ეტყვის იმ გეგმის შესახებაც, რა ქმედებების განხორციელებას ფიქრობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

ლევკოთეა რომ გააბრაზოთ, მაშინ უნდა უკბინოთ ხალხს მტკივნეულ ადგილზე.
3 კვირის უკან
თომა 🤮
3 კვირის უკან