ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი: თუ თაღლითობა მოხდება არჩევნებში, თუ შეეცდებით წაართვათ ხალხს ხმის მიცემის უფლება, თქვენ სამართლებრივ დევნას დაექვემდებარებით

ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი: თუ თაღლითობა მოხდება არჩევნებში, თუ შეეცდებით წაართვათ ხალხს ხმის მიცემის უფლება, თქვენ სამართლებრივ დევნას დაექვემდებარებით

თუ თაღლითობა მოხდება არჩევნებში, თუ შეეცდებით წაართვათ ხალხს ხმის მიცემის უფლება, თქვენ სამართლებრივ დევნას დაექვემდებარებით, - განაცხადა დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეი დი ვენსმა.

„თუ რიგში დგახართ [საარჩევნო უბანზე], დარჩით რიგში! თუ ვინმე გეტყვით, რომ რიგიდან უნდა გახვიდეთ ან სახლში წახვიდეთ, გადაიღეთ ვიდეო! თუ თაღლითობა მოხდება არჩევნებში, თუ შეეცდებით წაართვათ ხალხს ხმის მიცემის უფლება, თქვენ სამართლებრივ დევნას დაექვემდებარებით“, - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.