„ქუინსი ინსტიტუტი

„ქუინსი ინსტიტუტი": ბაიდენის ადმინისტრაცია და სხვა დასავლური მთავრობები თავიანთი სადამკვირვებლო მისიების დეტალურ ანგარიშებს არ დაელოდნენ და არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს

ბაიდენის ადმინისტრაცია და სხვა დასავლური მთავრობები თავიანთი სადამკვირვებლო მისიების დეტალურ ანგარიშებს არ დაელოდნენ და არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, - ნათქვამია ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციის „ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ, საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი, ევრაზიის პროგრამის დირექტორი ანატოლ ლივენი წერს, ბაიდენის შეფასება, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების თანახმად არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა, აბსურდულია.
ანატოლი ლივენი წერს, რომ დასავლური მედია წინასწარ შემუშავებული ნარატივით ხელმძღვანელობს, რომლის მიხედვითაც მთავრობის მიერ არჩევნების მოგების ერთადერთი გზა მის გაყალბებაზე გადის.

საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესაძლო შედეგებისა და მოსალოდნელი განვითარების სცენარის შესახებ „ქუინსი ინსტიტუტი“ დიდი ხნით ადრე საუბრობდა. კვლევითი ორგანიზაციის პროგნოზით, არჩევნების წაგების შემთხვევაში, ოპოზიციას და პროდასავლურ ენჯეოებს უნდა ეთქვათ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის გასაპროტესტებლად ქუჩაში გადიან. ამასთან, დასავლური ქვეყნების უმრავლესობაში ქართული ოპოზიციის მოწოდებები უნდა გაეზიარებინათ და მხარი დაეჭირათ. ლივენის თქმით, საქართველოში ეს სცენარი უკვე ამოქმედებულია.

ავტორის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებს რუსული სპეცოპერაცია უწოდა; თუმცა, დასავლელი ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეეძლო თუ არა პრეზიდენტს ამის დასაბუთება, მან მხოლოდ ის უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობამ რუსული მეთოდოლოგია გამოიყენა.

სტატია დასავლური ხელისუფლებებისა და მედიის მიერ გაკეთებულ შეფასებებსაც ეხმაურება. აღნიშნულია, რომ არც ბაიდენის ადმინისტრაცია და არც სხვა დასავლური მთავრობები თავიანთი სადამკვირვებლო მისიების დეტალურ ანგარიშებს არ დაელოდნენ და არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. პრეზიდენტ ბაიდენის შეფასებას, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების თანახმად არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა, ლივენმა აბსურდული უწოდა. „აბსურდულია იმიტომ, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები იმ ენჯეოებს წარმოადგენენ, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ქართულ ოპოზიციასთან. იმაზე აღარ ვსაუბრობთ, რომ ამ დამკვირვებელთა დიდ ნაწილს ძნელია, ობიექტური უწოდო“, - ამბობს ლივენი.

მერაბ.g სათაურის გაგრძელება: ... რითაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს თავიანთი კეთილსინდისიერება და კომპეტენცია
3 კვირის უკან