მთავარი მომენტი არის ის, რომ ჩვენ ვიპოვეთ ჩვენი ადგილი, - განაცხადა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გლობალური პოლიტიკის შეფასებისას.
მისი თქმით, საქართველოს აქვს თავისი ადგილი და ეს ბევრი ფატორით არის განპირობებული.
„დღეს ქვეყნები იმის მიხედვით კი არ იყოფა ვინ დიდია და ვინ პატარა. არის ხოლმე მომენტი, როდესაც მნიშვნელოვანია საკითხი ხარ სუბიექტი თუ არ. ჰგავს ეს ძალისხმევის განცდა და შეგიძლია თუ არა დადგომა ძალისხმევით.
ის, რომ ვიქტორ ორბანი საქართველოზე ასე ზრუნავს, რატომ? აქ არის პრაგმატული მომენტი, რომ მათ სჭირდებათ საქართველო, როგორც ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი ენერგეტიკა. დრაივი, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს და დავინახეთ ჩვენი თვალით“, - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.