რატომ არ ხდებოდა ეს მასობრივი შემოტევები, სანამ [უკრაინაში] ომი დაიწყებოდა?! უბრალოდ დაემთხვა ომი რომ დაიწყო?! - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა მდინარაძეს ჰკითხა, რას ფიქრობს ევროკავშირის წარმომადგენლების საჯარო კრიტიკულ განცხადებებზე, რომლებიც აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, მათ შორის ევროკავშირის ელჩი და 27 ოქტომბრის შემდეგ ეს ურთიერთობები როგორ უნდა დალაგდეს.
„აკრიტიკებენ კი არა [ელჩის მხრიდან] ბოლოს თავდასხმა იყო. ორი ფაქტორია მთავარი, რის გამოც ეს ურთიერთობები დალაგდება. ერთი ის, რომ როცა მყარად გაიმარჯვებ და ამიტომ გვინდა მყარი გამარჯვება და საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამის შემდეგ შენ გელაპარაკებიან, შენ გაღიარებენ და შენ არ აქტორი. შენ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფალი ხდები უფრო ანგარიშგასაწევი ამ ყველაფრის ფონზე. მერე ფიქრობენ, რომ მთელი ეს კამპანია ვაწარმოვეთ ამ ხალხის წინააღმდეგ და ქართველი ხალხი მაინც ამ ხალხს უდგას გვერდით. რატომ არ ხდებოდა ეს მასობრივი შემოტევები, სანამ [უკრაინაში] ომი დაიწყებოდა?! უბრალოდ დაემთხვა ომი რომ დაიწყო?! რატომ გამოაგდეს ჩვენი ელჩი უკრაინიდან?! უკაცრავად იმ პატივსაცემ ადამიანთან. პირდაპირ ითხოვდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა და მებრძოლები გაგვეგზავნა უკრაინაში და ამაზე ვთქვით უარი, რადგან ფიზიკურად და ეკონომიკურად გადავრჩენილიყავით“, - აღნიშნა მდინარაძემ.