ოპოზიციას წინასაარჩევნოდ „გოიმური“ ნაღმები აქვთ ჩადებული, რადგან მიდიან ამომრჩევლებთან, პირადობის მოწმობებს ართმევენ და და ცდილობენ გაღმა შედავების პრინციპით იმოქმედონ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ფეისბუქ სტატუსით მოვუწოდე ყველას, რომ არ გაერიონ მსგავს ქმედებაში და არ შევიდნენ მსგავს ცდუნებაში. კიდევ ერთხელ მოგმართავთ, პირადობის მოწმობა ხელში რომ მოგაწოდონ იმას არ მოჰკიდოთ ხელი.
ვიღაცას დაუწერია სოციალურ ქსელში, რომ ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობენო. „ნაცი“, რომ მოჰყვება რაღაცას, შეიძლება ათი ათას კაცს ათქმევინოს , რომ „ჩემი მოსყიდვა უნდოდათ და ვერ მომისყიდესო“. ამის მტკიცებულებას ვერ დადებენ. მსგავსი დავალება კი არა სურვილი არ გამოუთქვამს არავის ჩვენთან. თვითონ რასაც მაიმუნობენ ასობით ადამიანში, იმას გვაბრალებენ ჩვენ ათი ათასობით ადამიანში.
ეს ყველაფერი არჩევნებზე გავლენას ვერ მოადენს, ბოლოს ყველა სიყალბე მაინც გამჟღავნდება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.