მოხარული ვარ თქვენთან სტუმრობით, რადგან მე ყოველთვის განსაკუთრებით მაინტერესებდა საქართველო, - განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში საბჭოთა კავშირში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ჯეკ მეტლოკმა.
მისივე თქმით, ქართველებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, არამხოლოდ მის დიპლომატიურ საქმიანობაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც და ამიტომ, მოხარულია ქართველ მაყურებელთან საუბრის შესაძლებლობით.
როგორც თავად გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, ჯეკ მეტლოკი ერთ-ერთი გამოჩენილი ამერიკელი დიპლომატი, ფილოსოფიის დოქტორი და სამი ამერიკული კოლეჯის საპატიო დოქტორია.
„ბატონ მეტლოკს წარდგენა არ სჭირდება, თუმცა მოკლედ შევაჯამებ მის ბიოგრაფიას, შემდეგ კი დავიწყებთ ჩვენი თემების განხილვას. ერთ-ერთი გამოჩენილი ამერიკელი დიპლომატი, ფილოსოფიის დოქტორი და სამი ამერიკული კოლეჯის საპატიო დოქტორი. 1987 წლიდან 1991-მდე ბატონი მეტლოკი მსახურობდა როგორც აშშ-ს ტოპ დიპლომატი საბჭოთა კავშირში ქვეყნის დაშლის პერიოდამდე. ის მუშაობდა პრეზიდენტ რეიგანთან და უფროს ბუშთან, რათა დაესრულებინა ცივი ომი, რაც, მისი თქმით, შესაძლებელი იყო ორმხრივი შეთანხმებისა და დიპლომატიის საფუძველზე და არა საბჭოთა კავშირის ნგრევის გამო. სწორედ ეს არის ბატონი მეტლოკის დიპლომატიური ოსტატობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა. ბატონო ელჩო, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ“, - განაცხადა ლაშა კასრაძემ.