ისინი საარჩევნო ველზე საერთოდ არ დაფიქსირებულან გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კამერა მიყვებოდა ვიღაცას უკან. აბსოლუტურად სატელევიზიო კამპანია მიმდინარეობდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საარჩევნო შედეგები აინტერესებთ იმდენად, რამდენადაც ელემენტარული დადონ, რაღაცას მიუახლოვდნენ იმისათვის, რომ შემდეგ ილაპარაკონ გაყალბებაზე.
„არაფერს აკეთებენ საერთოდ, ველზე არ გასულან, „შტაბნიკებს“ რომ ვეძახით ხოლმე ჩვენს თავს, ძველი გამოთქმიდან გადმოყოლილი, „ნაცმოძრაობაშიც“ შტაბნიკებს ეძახიან, „ლელოშიც“, „შტაბნიკური“ თემაა, გამოთქმა დარჩა წლებია. აი, ამ „შტაბნიკურ“ ამბავში ისინიც ამბობენ, რომ აზრი არ აქვს ველზე გასვლას, იმიტომ, რომ ჩვენ სხვა გეგმები გვაქვს.
ეს ინფორმაციები ხომ გვაქვს. მათი სიტყვებია, „შტაბნიკურ“ მუშაობას აზრი არ აქვს. ახლა რას გულისხმობენ ამაში. ისინი საარჩევნო ველზე საერთოდ არ დაფიქსირებულან გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კამერა მიყვებოდა ვიღაცას უკან. აბსოლუტურად სატელევიზიო კამპანია მიმდინარეობდა. ამომრჩეველთან, თემატურ კარდაკარს რომ ეძახიან, შეხვედრები სეგმენტური, სოფელში, ქალაქში რეგიონში, სადმე ჩასვლა, „შტაბური“ თემებით ემუშავათ, მსგავსი არ ყოფილა.
თქვენ წარმოიდგინეთ, არცერთ პარტიას დელეგატი არ დაუსახელებია. ამისი კანონისმიერი შესაძლებლობა ჰქონდათ. ეს რა თქმა უნდა, ვერ ჩაანაცვლებს მაჟორიტარს, მაგრამ დელეგატს აქვს თავისი წონა, თავისი სიტყვა. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ყველას გარანტირებულად ეყოლება თავისი წარმომადგენელი პარლამენტში ვისაც მიაკითხავს. მაგალითად, ფოთში მიაკითხავს გიორგი ხახუბიას. ბათუმში ეყოლებათ აჩიკო ბერიძე, დათო კოდუა ზუგდიდში, სონღულაშვილი და ქადაგიშვილი კახეთში, ხინჩეგაშვილი გორში და ა.შ. აღარ გავაგრძელებ. ეს ხალხი ერთს არ დაუსახელებია, რომ თქვენი წარმომადგენელი ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში იქნება ეს. უბრალოდ, არ აინტერესებდათ არჩევნები და საარჩევნო შედეგები. საარჩევნო შედეგები აინტერესებთ იმდენად, რამდენადაც ელემენტარული დადონ, რაღაცას მიუახლოვდნენ იმისათვის, რომ შემდეგ ილაპარაკონ გაყალბებაზე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.