მე არ მინდა ჩვენი მოსახლეობა ამ რეიტინგებმა ზედმეტად აღაფრთოვანოს, ან ზედმეტად დაამშვიდოს. არ უნდა იფიქროს არც ერთმა ადამიანმა, რომ მაინც გამარჯვებულია და მაინც იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ჩვენი მხარდამჭერების მოტივაცია არის 80%, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რომ გვყავს პირობითად მილიონი ამომრჩეველი, ადამიანები, რომლებსაც შედარებით ნაკლები მოტივაცია აქვთ დაახლოებით 20%. ჩვენი ამომრჩევლების ეს 20% რომ არ მოვიდეს არჩევნებზე, არა თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა, შეიძლება მივიღოთ აბსოლუტური კატასტროფა.
ჩვენ თუ მოვახერხეთ იმ რეიტინგის რეალიზაცია, რომელიც გვაქვს და ყველა ამომრჩევლის მიყვანა უბანზე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, ჩვენ ავიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.