ჩვენ ვნახეთ დღეს, რასაც მე მივწვდი და რაც ჩამიგდეს, 3-4 რაღაც დადგმული თემა, რაც ძალიან სამწუხაროა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
აღნიშნული განცხადებით მამუკა მდინარაძე პარტიის დღევანდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით გარკვეულ მედიასაშუალებებში გასულ სიუჟეტებს გამოეხმაურა.
„იქ ვიღაც მართლა იბნევა და მოკლედ, ასობით ათასი გულწრფელი ადამიანიდან სამს, ოთხს ნახავენ ხოლმე, ვისაც ან დააბნევენ, ან რაღაცას წამოაცდენინებენ. როგორ ისტერიულად დასდევდნენ მთელი დღის განმავლობაში ამ ხალხს.
ადამიანური თემებიც ხომ არის, უკაცრავად, უნდა ვთქვა, შეიძლება ძალიან არაეთიკური იყოს ამის თქმა. ვიღაც საპირფარეშოში გადის, ვიღაც წყლის დასალევად გადის. რატომ გადიხართ პრემიერ-მინისტრის საუბრის დროს? რატომ გადიხართ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის დროს? არ უსმენთ? არ გაინტერესებთ? რა ხდება ხალხო, სად არიან უბრალოდ. რეებს დგამენ, რას კადრულობენ. წარმოუდგენელი ამბავია, იმდენად მდაბიო რამეებს კადრულობენ, უკაცრავად, თქვენს კოლეგებზე რომ მიწევს საუბარი. სად მიდის იქნებ ადამიანი. ვიღაც კამერას ემალება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.