ირაკლი კობახიძე: ასეთი არჩევანი დგას - ერთმანეთს უპირისპირდება „ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძე: ასეთი არჩევანი დგას - ერთმანეთს უპირისპირდება „ქართული ოცნება" და კოლექტიური „ნაცმოძრაობა", ისინი თავად აცხადებენ საკუთარ თავს ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებად

ასეთი არჩევანი დგას - ერთმანეთს უპირისპირდებაქართული ოცნება" და კოლექტიურინაცმოძრაობა", ისინი თავად აცხადებენ საკუთარ თავს ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაღამის კურიერში" განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადრე თუ იყონაციონალური მოძრაობა" ერთი საარჩევნო სუბიექტი, ახლა არის უკვე ოთხი სუბიექტი, მაგრამ პოლიტიკური ძალა არის ერთი.

ასეთი არჩევანი დგას - ერთმანეთს უპირისპირდებაქართული ოცნება" და კოლექტიურინაცმოძრაობა". არავითარი განსხვავება არ არის. სწორი სურათის ჩამოყალიბებაში ძალიან გვეხმარება თვითონ ოპოზიცია. მათ შორის, ის პროცესები, რაც დაიგეგმა მათი პატრონების მხრიდან, სალომე ზურაბიშვილის გარშემო, ეს საერთო ქარტიის შექმნა, კოალიციასთან დაკავშირებით შეთანხმება. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ერთ ხელისუფლებას შექმნიან, თუ მოიგეს არჩევნები. ისინი რომ არიან ერთ ქვაბში ჩაყრილი, ამას თვითონვე ადასტურებენ. ჩვენ რომ უნდა მიგვეწოდებინა ეს სიმართლე საზოგადოებისთვის, ჩვენი ძალისხმევაც აღარ გახდა საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი თავად აცხადებენ საკუთარ თავს ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებად. სინამდვილეში, ისევ იგივე დაპირისპირებაა. უბრალოდ, ადრე თუ იყონაციონალური მოძრაობა" ერთი საარჩევნო სუბიექტი, ერთი ნომრით, ხუთიანით, ახლა არის უკვე ოთხი სუბიექტი, მაგრამ პოლიტიკური ძალა არის ერთი და მათ ერთი რამ კრავთ ყველაზე მეტად - მათ ჰყავთ ერთი საერთო პატრონი. ამიტომ, ამ ოთხ პარტიას ჩვენ ცალ-ცალკე საერთოდ ვერ განვიხილავთ. პირდაპირი ალიანსი არსებობს მათ შორის, იმიტომ, რომ არის საერთო პატრონი - რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. დაავალეს გახარიას დანაცმოძრაობას", ერთად შეექმნათ კოალიცია, შექმნეს ოთხ მუნიციპალიტეტში ერთად კოალიცია. მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ისინი ერთად გამოდიან საერთო პოლიტიკური დღის წესრიგით, არჩევნების დასრულების შემდეგ. კოალიციას აქვს თავისი კლასიკური განმარტება. ისინი ამბობენ, რომ მათ ექნებათ საერთო პოლიტიკური დღის წესრიგი, არჩევნებში მოგების შემთხვევაში. ეს არის კოალიცია, მეტი არაფერი. გარდა ამისა, უკვე შემდგარი ფაქტია მათი კოალიცია ოთხ მუნიციპალიტეტში. როცა შეაქმნევინეს თავის დროზე პარტია ხაზარაძეს, ეგრევე ჩაუსვეს მას აგენტურა პარტიის შიგნით. როგორიც არის სამადაშვილი. პირდაპირნაცმოძრაობიდან" გადაუყვანეს კონკრეტული ადამიანი პარტიაში, უსუფაშვილი და ხიდაშელი ჩაუსვეს პარტიაში, ანა ნაცვლიშვილი ჩაუსვეს პარტიაში. მაშინაც კი, როდესაც უკვე არსებობს კავშირი, პოლიტიკოსსა და პატრონს შორის, იქაც კი ბოლომდე არ ენდობიან და იქაც კი გაამაგრეს სხვა პიროვნებებით საკუთარი ინტერესები", - განაცხადა პრემიერმა.