ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, უნდა დავინახოთ, რომ ქართველი ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების მიმართ არსებობს სამართლიანი დამოკიდებულება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, უნდა დავინახოთ, რომ ქართველი ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების მიმართ არსებობს სამართლიანი დამოკიდებულება

დღეს არის გაუგებრობები აშშ-თან ურთიერთობებში, რაც ჩვენ არ მოგვწონს და ჩვენი ამოცანაა ურთიერთობების გადატვირთვა, რაც არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაღამის კურიერში" განაცხადა.

წამყვანის კითხვას, შეიძლება თუ არა გახდეს ამ ურთიერთობების გადატვირთვის საწყისი ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩს შორის ჩანიშნული შეხვედრა, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს.

ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ვფიქრობთ, რომ მას შემდეგ, რაც ეს არჩევნები გადაივლის და დასრულდება უკრაინაში ომი, დაიწყება ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენ ამისთვის ვართ მზად. ძალიან ზოგადად რომ ვთქვა, ჩვენ უნდა დავინახოთ სამართლიანი მიდგომა, უნდა დავინახოთ, რომქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ, ქართველი ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების მიმართ არსებობს სამართლიანი დამოკიდებულება. ასევე არიან კონკრეტული სუბიექტები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და რომლებიც მარტო ამ ოთხი წლის განმავლობაში ორჯერ ცდილობდნენ ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. ასეთ რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. სამართლიანობაზე როდესაც ვსაუბრობთ, მათ შორის ამასაც ვგულისხმობ. მგონია, რომ ამ მიმართულებითაც ურთიერთობები სერიოზულად გადაიტვირთება მაქსიმუმ მომავალი წლიდან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.