შალვა პაპუაშვილი ფეხბურთელების ბულინგზე: რაც უფრო დამაჯერებელი იქნება „ქართული ოცნების“ გამარჯვება 26 ოქტომბერს, მით უფრო მკაფიო იქნება პასუხი ამგვარი სიძულვილის მატარებელი იდეოლოგიური ჯგუფების მიმართ

მმართველ გუნდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპში მონაწილე ფეხბურთელების ბულინგის თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით მსგავს ქმედებებს მოსახლეობამ მკაფიო პასუხი 26 ოქტომბერს უნდა გასცეს.

„რა თქმა უნდა, ეს არის გარკვეული იდეოლოგიით შეკრული ჯგუფი, რომელიც დაცლილია ყოველგვარი ღირებულებებისგან და ეს არის რისკი და საფრთხე ჩვენი საზოგადოებისთვის. რაც უფრო დამაჯერებელი იქნება „ქართული ოცნების“ გამარჯვება 26 ოქტომბერს, მით უფრო მკაფიო იქნება პასუხი ამგვარი სიძულვილის მატარებელი იდეოლოგიური ჯგუფების მიმართ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.