ლაშა ბასლანძე: გლდანის ციხეში ფაცაცია, „ცხრა თითა“, „ქოსა“ და რამდენიმე ბადრაგი იყო კიდევ, რომლებიც ციხეში ცხოვრობდნენ, გარეთ არც გამოდიოდნენ. ვინ უფრო მეტ პატიმარს აწამებდა და მეტ სიგიჟეს მოიფიქრებდა, იმაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს

გლდანის მერვე [დაწესებულება] ციხე არ იყო. ეს იყო უფრო პიარისთვის, რომ მთელს საქართველოში შიში დაეთესათ, - განაცხადა სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლმა, პროდიუსერმა ლაშა ბასლანძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

„გლდანის მერვე [დაწესებულება] ციხე არ იყო. ეს იყო უფრო პიარისთვის, რომ მთელს საქართველოში შიში დაეთესათ, ისე მოქცეულიყო ყველა, რომ იქ [გლდანის ციხეში] არ მომხვდარიყო. ფაცაცია, „ცხრა თითა“, „ქოსა“ და რამდენიმე ბადრაგი იყო კიდევ, რომლებიც ციხეში ცხოვრობდნენ, გარეთ არც გამოდიოდნენ. ვინ უფრო მეტს [პატიმარს] აწამებდა და მეტ სიგიჟეს მოიფიქრებდა, იმაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, უფროსობასთან ქულები რომ დაეწერათ. ციხის კადრები ვინც გამოიტანა, ლადო ბედუკაძე, ერთადერთი ეგ მახსოვს მე პირადად ციხეში. თავიდან ძალიან ნაცემი რომ შემიყვანეს, წამალი მომაწოდა და ცოტა ადამიანურობა მისგან დამამახსოვრდა. სხვები რობოტებივით იქცეოდნენ“, - აღნიშნა პროდიუსერმა.