ირაკლი კობახიძე: გახარია შეგნებულად უპირისპირებდა ერთმანეთს სახელმწიფოსა და ადამიანებს, სამართალდამცავებს და ახალგაზრდებს, ამას აკეთებდა სპეციალურად, გარე დავალებების საფუძველზე

ირაკლი კობახიძე: გახარია შეგნებულად უპირისპირებდა ერთმანეთს სახელმწიფოსა და ადამიანებს, სამართალდამცავებს და ახალგაზრდებს, ამას აკეთებდა სპეციალურად, გარე დავალებების საფუძველზე

ხელის გულზე დევს გახარიას დანაშაულები, ის ცდილობდა, გარე დავალებების საფუძველზე დაეზიანებინა სახელმწიფოს ინტერესები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რაკლი კობახიძის შეფასებით,  გახარია უმძიმესი დანაშაულებს სწორედ დავალებების საფუძველზე სჩადიოდა.

კიდევ ერთხელ შემიძლია ჩამოვთვალო რამდენიმე მთავარი დანაშაული, რაც მან ჩაიდინა. ეს იყო მესტიის სპეცოპერაცია, სადაც შეურაცხყოფილი დატოვა სპეცრაზმის წარმომადგენლები, ჩვენი პოლიციელები, მის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის გამო. მეორე იყო პანკისი, სადაც ზუსტად იგივე მოხდა. მესამე იყო ბასიანის სპეცოპერაცია, გახსოვთ, როგორ წარიმართა ეს მოვლენები. გახარია შეგნებულად ერთმანეთს უპირისპირებდა სახელმწიფოსა და ადამიანებს, სამართალდამცავებს და ახალგაზრდებს. ამას აკეთებდა სპეციალურად, შეგნებულად, გარე დავალებების საფუძველზე და რაც მან 20 ივნისს გააკეთა, როდესაც წყლის ჭავლი და გაზი არ გამოიყენა და მიიყვანა საქმე იქამდე, სადამდეც მიიყვანა, ეს არის მისი ერთ-ერთი უმთავრესი და უმძიმესი დანაშაული. მისი დანაშაული იყო ასევე ჩორჩანა, დეტალებს აღარ გავიხსენებ. თითოეულ შემთხვევაში, ის ცდილობდა, გარე დავალებების საფუძველზე დაეზიანებინა სახელმწიფო ინტერესები, დაეპირისპირებინა ერთმანეთისთვის სამართალდამცავები და ახალგაზრდები, ზოგადად სახელმწიფო და ადამიანები. ეს არის უმძიმესი დანაშაულები, რომლებსაც გახარია სჩადიოდა, სწორედ, დავალებების საფუძველზე, აქედან გამომდინარე, მისთვის ეპითეტი გარეწარიც კი არის ძალიან რბილი შეფასება,"- განაცხადა პრემიერმა.

მერაბ.g არ ვიცი რა 60% გაქვთ, მაგრამ ასე ბაზრის ქალივით აკივლებული ივანიშვილი პირველად ვნახე-დავიჭერ გახარიას, დავიჭერ მის თანაპარტიელებს, რომლებიც ჩვენი მანდატებით შევიდნენ პარლამენტში და ახლა გვებრძვიანო; ანუ გახადრია თანაპარტიელებს დაჭერას უპირებენ იმის გამო, რომ პარტია დატოვეს და ვიღაცისთვის მოუწონარი პოლიტიკური შეხედულებები აქვთ(???) მართალია საამისო მუხლი სს კოდექსში არაა, მაგრამ ჩაწერენ, რა!
ან რა ხარკი ჰქონდათ ან ვისი ამდენი, რომ გახარიას 6 უმაღლესი თანამდებობა გაატერეს? 20 ივნისი კანონშესაბამისი იყოო სტრასბურგმა თქვა, მაგრამ ეს კულულებიანი მაშინ სპიკერი იყო, ეს მის სავარძელში ჩაჯდა გავრილოვი და ის გააგდეს თანამდებობიდან; გახარიამ დააშავა და კობახიძე გააგდეს?
1 თვის უკან
Gami ივანიშვილის მძაფრი რეაქცია / და არა "ბაზრის ქალივით აკივლება"/, იმის დასტურია რომ გახარიამ უპატიებელი ჩაიდინა, რაც არჩევნების შემდეგ გაცხადდება. ასე, რომ ბუჩუკურმა, სქელმა ლილუშვილმა, კუსპარა ნათიამ და დანარჩენმა გახარიას ბოგანოებმა წივილი- კივილი მერე ნახონ.
1 თვის უკან