მამუკა მდინარაძე: გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ აგენტურული ოთხეულის წარმომადგენლები დააშანტაჟონ ან საკმაოდ სოლიდური თანხით მოისყიდონ საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანები

მამუკა მდინარაძე: გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ აგენტურული ოთხეულის წარმომადგენლები დააშანტაჟონ ან საკმაოდ სოლიდური თანხით მოისყიდონ საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანები

გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ აგენტურული ოთხეულის წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით რამდენიმე უბანზე დააშანტაჟონ ან საკმაოდ სოლიდური თანხით მოისყიდონ საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანები, რათა ისინი ჩაითრიონ თუნდაც ელემენტარულ საარჩევნო დარღვევა-მანიპულაციაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„მათი გეგმის მიხედვით, აგენტურული ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა, რომლებიც წინასწარ იქნებიან გაფრთხილებულები ე.წ. გამწვანებული მოქმედებების შესახებ, უნდა გადაიღონ ეს დარღვევა და საბოლოო ჯამში ეცდებიან, რამდენიმე ასეთი ვიდეოკადრით შექმნან ყალბი აღქმა არჩევნებში უხეში ინტერვენციის შესახებ“, - აღნიშნა მდინარაძემ.