მამუკა მდინარაძე: მთელი ღამე წერდნენ ლაზერებზე, ამუნათებდნენ და დასცინოდნენ ადამიანს. ლაზერის მიმნათებელი აღმოჩნდა „ჯენზი“ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც ბავშვობა წაართვეს იმ აქციის ორგანიზატორებმა

მამუკა მდინარაძე: მთელი ღამე წერდნენ ლაზერებზე, ამუნათებდნენ და დასცინოდნენ ადამიანს. ლაზერის მიმნათებელი აღმოჩნდა „ჯენზი“ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც ბავშვობა წაართვეს იმ აქციის ორგანიზატორებმა

იმდენად ცუდ დღეში აღმოჩნდნენ, რომ მთელი ღამე წერდნენ ლაზერებზე. თაგვმა თხარა თხარაო, მერე ის დაემართათ. ის ლაზერის მიმნათებელი აღმოჩნდა „ჯენზი“ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც ბავშვობა წაართვეს იმ აქციის ორგანიზატორებმა, რომელიც გუშინ ჩატარდა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები იმდენად ცუდ დღეში არიან, რომ დაცინვა დაუწყეს ადამიანს, რომელსაც ბავშვობა წაართვეს.

„ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ ბავშვობა წამართვესო და ლაზერის მინათებაზე მელაპარაკებიანო. და ის ხალხია, რომელიც მას დასცინის და ამუნათებს, რომლებმაც ლაზარე გააგმირეს, მამამისის ერთ ადგილში დამჭრელი ლაზარე და პოლიციელისთვის მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი ლაზარე და დასცინიან იმ ადამიანს, რომელიც თავის მშობელს უფრთხილდება, რომ მან არ ნახოს, რომელიმე ვიდეო კადრში, რომ არ ინერვიულოს ასეთ თემებზე ნანერვიულებმა მისმა მამამ.

მთელი ღამე დასცინოდნენ ადამიანს, რომელმაც ყველაზე უწყინარი გზით გადაწყვიტა თავისი პროტესტის გამოხატვა. ეს არის პარადოქსი.

ისინი არიან გაოგნებულები თავისი აქციის რაოდენობით, ვერც ერთმა სცენაზე ვერ მიბედა და დღეს არის სრული ნირწამხდრობა მათი მხრიდან. სცენაზე ვერ ადიან, ხალხი ვერ მოჰყავთ, მობილიზება დაიწყეს და რამდენიმე ასეულობით ადამიანი ჩამოიყვანეს მხოლოდ. იმდენად საღადაოდ გაიხადეს თავი, რომ მერე გადადიან და ამუნათებენ ნაცმოძრაობის მსხვერპლს, რომელსაც ბავშვობა წაართვეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.