ანტონ ობოლაშვილი: დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს, ჩვენი მოსახლეობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ჩვენი წარმატების და ევროპული მომავლის საწინდარია

ანტონ ობოლაშვილი: დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს, ჩვენი მოსახლეობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ჩვენი წარმატების და ევროპული მომავლის საწინდარია

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი  ანტონ ობოლაშვილი,  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალციხეში, ასპინძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. დელეგატმა,  ასევე შეხვედრა გამართა ქალაქ ვალეში.

შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე.  შეაჯამა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები.

„დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს, ჩვენი მოსახლეობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ჩვენი წარმატების და ევროპული მომავლის საწინდარია,“- განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.