ირაკლი კობახიძე: სასტუმრო „ბოდბე

ირაკლი კობახიძე: სასტუმრო „ბოდბე" მთლიანად ქართული ინვესტიციით  აშენდა, რომლის მოცულობა 56 მლნ დოლარია, სასტუმროში დასაქმდება  200-მდე ადამიანი

სასტუმრობოდბე" მთლიანად ქართული ინვესტიციით ინვესტიციით აშენდა, რომლის მოცულობა 56 მლნ დოლარია და სასტუმროში დასაქმდება  200-მდე ადამიანი, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრებია, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სიღნაღში, სასტუმრობოდბეს" გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მაღალი კლასის სასტუმროების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია სიღნაღისთვის, კახეთისთვის და საერთაშორისო დონეზე ქვეყნის პოპულარიზაციისთვის.

დასაქმების ხელშეწყობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ასეთი პროექტები ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასტუმროში არის 132 ნომერი, კვების ობიექტები, საკონფერენციო და დასასვენებელი სივრცეები. ყველაფერი არის უმაღლესი ხარისხის. უმაღლესი კლასის სასტუმრო შეემატა ჩვენს ქვეყანას და რეგიონს.

მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდქართუს" დასმარტ კაპიტალს" ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის. ეს არ არის მარტო ბიზნესპროექტი, ეს არის პროექტი, რომელიც ზოგადად ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბატონი ვანო ჩხარტიშვილი და მადლობა გადავუხადო მას და მის ოჯახს ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ლაზი 200 კი არა, ერთი ადამიანის დასაქმებაც დიდი საქმეა, მაგრამ არა სასტუმროს შვეიცრად.
სხვისი მომსახურეობით ქვეყანა ვერ განვითარდება და შესაბამისად ვერ გადარჩება.
არ იქნება მატერიალური წარმოება?! ჯერ გაქრება ერი, შემდეგ ეროვნული სახელმწიფოც.
1 თვის უკან