დავით ქოჩიაშვილი: არც ამერიკაში, არც ევროკავშირში და არც არსად, საყოველთაო დაზღვევა არ არის. ძალიან დიდ ფუფუნებაში აღმოჩნდა საქართველო

დავით ქოჩიაშვილი: არც ამერიკაში, არც ევროკავშირში და არც არსად, საყოველთაო დაზღვევა არ არის. ძალიან დიდ ფუფუნებაში აღმოჩნდა საქართველო

არც ამერიკაში, არც ევროკავშირში და არც არსად, საყოველთაო დაზღვევა არ არის. ძალიან დიდ ფუფუნებაში აღმოჩნდა საქართველო, - განაცხადა ექიმმა, ბიზნესმენმა დავით ქოჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“. მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმშია.

„2013 წლიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, რომელიც მანამდე არ იყო. არც ამერიკაში, არც ევროკავშირში და არც არსად, საყოველთაო დაზღვევა არ არის. ძალიან დიდ ფუფუნებაში აღმოჩნდა საქართველო. 2012 წლიდან დღემდე საყოველთაო ჯანდაცვაზე დახარჯულია 8 მილიარდნახევარი დოლარი. 3 300 000-მა ადამიანმა პირველადი ჯანდაცვის, საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურება მიიღო. ჩვენ დაგვავიწყდა, საიდან და როგორ მოვდივართ. C ჰეპატიტის პროგრამა ავიღოთ - 88 000 ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად, განწირული იყო, აქედან განკურნების მაჩვენებელი არის 90%. 10% ვერ მოიცვა ამ პროგრამამ, რადგან ის ადამიანები იქამდე არ მივიდნენ, რომ ემკურნალათ. რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ამხელა საავადმყოფო [თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი] და კაციშვილმა არ გააშუქა 1-2 ტელევიზიის გარდა. ღეროვანი უჯრედების ლაბორატორია გაიხსნა საჩხერეში, რომელიც მილიონები ღირს და კაციშვილის ჭაჭანება არ არის. ამხელა რაღაცები კეთდება და ეს ხალხი ინფორმაციულ ვაკუუმშია“, - აღნიშნა დავით ქოჩიაშვილმა.