ირაკლი რუხაძე: ქარტია არის აბსოლუტურად შეუსრულებელი და მორიგი ტყუილი

ირაკლი რუხაძე: ქარტია არის აბსოლუტურად შეუსრულებელი და მორიგი ტყუილი

არის ერთი გუნდი, რომლის ნაწილია პრეზიდენტი, რომელიც დიდწილად გარედან იმართება და რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ ეს მთავრობა გადააყენონ, - განაცხადა „იმედი LIVE“-ში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ.

მისი თქმით, ქარტია აბსოლუტურად შეუსრულებელი და მორიგი ტყუილი.

„წავიკითხე პრეზიდენტის სიტყვა და წავიკითხე ქარტია. პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკოსები არიან ნდობადაკარგულები. იმიტომ, რომ ესენი ნდობადაკარგულები არიან, ამათი არჩევა არ შეიძლება, ამიტომ მე ამირჩიეთ. „ოცნებას“ არ მისცეთ ხმა და არ აქვს მნიშვნელობა ვის ირჩევთ. ამ ხალხს ცხოვრებაში ხელი არაფრისთვის მოუწერიათ, შარლ მიშელის დოკუმენტზეც არ აქვთ ხელი მოწერილი, აქ კი 27 პარტია და 5 დეპუტატი მეორე დღესვე გავარდა ხელი მოაწერეს, რომ ვართ ნდობა, დაკარგული და არ ვართ არჩევის ღირსებიო. ამას ხომ სალომეს გამო არ აკეთებენ?! ასე, 27 პარტია და 5 დეპუტატი რომ მიდის და გამოცხადებიდან მეორე დღეს ხელს აწერს, ხომ გასაგებია, რომ აქ სხვა ძალები მუშაობენ?! ქარტია არის მორიგი ტყუილი“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძე.