მამუკა მდინარაძე:  ბოლომდე ჩამოვხადეთ ფარდა აგენტურას და მთელს მსოფლიოს ვუთხარით, რომ ამიერიდან, საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ აქ, საქართველოში

მამუკა მდინარაძე:  ბოლომდე ჩამოვხადეთ ფარდა აგენტურას და მთელს მსოფლიოს ვუთხარით, რომ ამიერიდან, საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ აქ, საქართველოში

ბოლომდე ჩამოვხადეთ ფარდა საქართველოში მოქმედ აგენტურას და მთელს მსოფლიოს ვუთხარით მთავარი სათქმელი, ამიერიდან, საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ აქ, საქართველოში,  -  განაცხადაქართული ოცნებისაღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ქუთაისში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, ქართული საზოგადოება ყოველთვის შეასრულებს ილია ჭავჭავაძის ანდერძად ქცეულ სიტყვებს - „ მამული, ენა, სარწმუნოება.“

აქ, ამ ქვეყანაში, ყოველთვის შეგვიძლია დავიფიცოთ, რომ შევასრულებთ ანდერძად ქცეულ სიტყვებს, დიდი ილიას სიტყვებს, რომ ჩვენთვის უპირველესი მოსაფრთხილებელი იქნება: „მამული, ენა, სარწმუნოება“, და ამას გააკეთებს არა მხოლოდ თანამედროვე თაობა, არა მხოლოდ ჩვენ გავაკეთებთ ამას, არამედ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დავდოთ მყარი გარანტია, რომ ამას გააკეთებენ ჩვენი მომავალი თაობებიც.“ -  განუცხადა მდინარაძემ ქუთაისში შეკრებილ მოსახლეობას.